დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ დაბრუნებას აღარ გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტვიტერზე“  დაბრუნებას აღარ გეგმავს.

მისი თქმით, დაიცავს თავის ახალ პლატფორმას Truth Social, რომელიც, მისი შეფასებით, უკეთესია მომხმარებლის ჩართულობით, ვიდრე „ტვიტერი“ და მუშაობს „ფენომენალურად კარგად“.

„მე ვერ ვხედავ ამის მიზეზს“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ანგარიში,  2021 წლის 8 იანვარს, ძალადობის წაქეზების ბრალდებით დაიბლოკა. „ტვიტერის“ ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა გამოკითხვა ჩაატარა, უნდა დაბრუნებულიყო თუ არა ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმაზე. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის აღდგენას გამოკითხვაში მონაწილეთა 51 პროცენტმა მისცა ხმა.

მსგავსი თემები