,,თქვენი არჩევანი არის რუსეთის მონობის არჩევანი, ლაჩრობის არჩევანი”- ვაშაძე უმრავლესობას

,,თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, თქვენი არჩევანი არის ლაჩრობის არჩევანი, ”- ამ სიტყვებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა.

მისი თქმით, მმართველია გუნდია დამნაშავე, იმაში რომ დღეს საქართველოს არ აქვს ევროკავშირის სტატუსი.

„ჩვენი არჩევანი არის ღირსეული, ერთიანი, ძლიერი, ლიდერი საქართველოს არჩევანი, სადაც ღირსეული და თავისუფლების მოყვარული ადამიანები ცხოვრობენ. თქვენი არჩევანი არის საქართველოს არჩევანი, რომელიც გინდათ დაიმორჩილოთ, დაამონოთ, მაგრამ ამას ვერასდროს ეღირსებით იმიტომ, რომ ქართული, ევროპული გენეტიკა ამ გზიდან გადახვევის შესაძლებლობას არ მოგცემთ, რაც არ უნდა დეზინფორმაციის კამპანია აწარმოოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები