,,დიაგნოზი მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს”- მარიამ ჯიშკარიანი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ “ემპათიას” დასკვნა მზად არის. ცენტრის  ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დიაგნოზები მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს.

„დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზი მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზი, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა, შეუთავსებელია პატიმრობასთან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას“, – წერს ჯიშკარიანი. სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები