პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს. საქართველოს პრეზიდენტი 21 აპრილს გავრცელებული განცხადებიც თანახმად, გამომდინარე იქიდან, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლა 27 აპრილს იგეგმება, პრეზიდენტი, შეწყალების აქტს იმავე დღეს გამოსცემს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ „ფეიუსბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

მსგავსი თემები