,,აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ახალ შინაარსს იძენს”- ილჰამ ალიევი

,,ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს,” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია ნათქვამი.

ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნა.

„მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს”, -ნათქვამია წერილში.

მსგავსი თემები