ევროპარლამენტი შეთანხმდა ტექსტზე, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული.

მისი თქმით, ევროპარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ იყო მიღწეული.

„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ტექსტზე.

მთავარი ხაზი არის:

ევროპარლამენტი /…/

აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს“ – წერს კუბილიუსი.

აღნიშნული რეზოლუციის დამტკიცება ევროპარლამენტის 21-24 ნოემბრის სესიაზე იგეგმება.

მსგავსი თემები