,,მხოლოდ უკრაინული ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის ესკალაციისგან.

მისი თქმით, სარაკეტო იერიშს ზაპოროჟიეში სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დნიპროში ათეულობით ადამიანი დაიჭრა.

„ისევ და ისევ გავუმეორებ პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინული ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან და ნამდვილად უბიძგებს რუსეთს რეალურად ომის შეწყვეტისკენ. არა იმ პროპაგანდისკენ, რომელიც დღეს კრემლიდან ისმის, თითქოსდა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. სინამდვილეში კი დროის მოსაგებად და ახალი დარტყმებისთვის ძალის მოსაკრებად, არამედ ნამდვილი მშვიდობისკენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგად 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მსგავსი თემები