ილონ მასკი “ტვიტერზე” გადასახადის დაწესებას გეგმავს

Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ყველა მომხმარებეს შე­ეძ­ლე­ბა ჰქონდეს  ვე­რი­ფი­კა­ცი­ის დამადასტურებელი ლურჯი ნიშანი . აღნიშნული ”სერვისისთვის” სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს ყო­ველ­თვი­უ­რად 20 დოლარის გადახდა მოუწევთ.

იმ ან­გა­რი­შებს, რომ­ლე­ბიც უარს იტყვი­ან თან­ხის გა­დახ­და­ზე, ლურ­ჯი ნი­შა­ნი ჩა­მო­ერ­თმე­ვათ.

“ამ­ჟა­მად მთე­ლი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – დაწერა მასკმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მასკმა გამოკითხვაც ჩაატარა,  რომ­ლის კი­თხვაც ასე იყო ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი: თუ რამ­დენს გა­და­იხ­დი­ან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის ნიშ­ნის­თვის? გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა უმე­ტე­სო­ბამ “არ გა­და­ვიხ­დი­დი“ პა­სუ­ხი აირ­ჩია, რაც მასკმა ერთი სი­ტყვით შე­ა­ფა­სა: “სა­ინ­ტე­რე­სოა“.

მსგავსი თემები