,,მხოლოდ ერთი ადამიანი, პუტინი არ დაიღალა ომით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,პუტინი შეიძლება დაიღალა ზოგადად ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა არ ეთანხმება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებას.

,,მათ არ უნდათ ამ ომის დასრულება. სანამ რაიმე სახის დაღლილობას იგრძნობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი – რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი –
არ დაიღალა ომით,”- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა შეიძლება იგრძნოს სანქციების გავლენა, თუმცა ის აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას.

,,თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, ჩვენ ამას ნამდვილად დავინახავთ. შეუძლებელია მშვიდობის სურვილი მხოლოდ სიტყვებით – სიტყვები არ კმარა. ომის შესაჩერებლად, გამოიყვანეთ თქვენი ჯარები, შეწყვიტეთ ხალხის მკვლელობა… მათ უნდა აანაზღაურონ მიყენებული ზიანი და დამნაშავეები ციხეში უნდა წავიდნენ. სიტყვები ძალიან ცოტაა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები