რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა. მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.

დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ ორი დაშავდა.

ამასთან, დაიბომბა ვინიცაც. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხდა.

მსგავსი თემები