„მართლა ავადმყოფი ხალხია… რა გაიგონა მსოფლიომ“ – პრეზიდენტი პრეზიდენტზე

„რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინს ავადმყოფს უწოდებს.

„რა გაიგონა მსოფლიომ, რომ ვითომ, ვიღაც მარცვლეულის გადამზიდავიდან უშვებს დრონებს. ჯერ “საბრძოლო ფრინველებზე” ლაპარაკობდნენ, მერე კი  “საბრძოლო მწერებზე“, ახლა – “საბრძოლო მარცვლეულზე”. მკვლელი ხორბალი, რომელიც რუს ადმირლებს ახრჩობს… მართლა ავადმყოფი ხალხია. მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც „მარცვლეულის შეთანხლებიდან“ გასვლას გულისხმობს.

მისი თქმით, სწორედ ეს არის პასუხი იმაზე, შესაძლებელია თუ არა პუტინთან მოლაპარაკება.

„რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ დაარწმუნონ ტერორისტული სახელმწიფო, შეანელოს შანტაჟი. მაგრამ არის ეს რეალური… ფაქტები მიუთითებს,  რომ  რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით,

ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებით და ეს არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები