„ნატო“ მოსკოვს მიმართავს, მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება განაახლოს

პუტინის გადაწვეტილებას ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით,  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც აფასებს და პუტინს მიმართავს.

ნატო მოსკოვს მოუწოდებს, ოპერატიულად განაახლოს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ეqსპორტს ითვალისწინებდა.

როგორც „ნატო“-ს სპიკერი ოანა ლუნგესკუ აღნიშნავს, კრემლმა უნდა დაასრულოს საკვების იარაღად გამოყენება და შეწყვიტოს ომი უკრაინაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს საკვებს მიაღწიოს მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” , – აცხადებს სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უარს ამბობს, მიღწეული შეთანხმების მონაწილე იყოს და აღნიშნულის მიზეზად ყირიმის მიმართულებით ხიდის აფეთქებას ასახელებს.

 

მსგავსი თემები