საცურაო აუზზე ბავშვები და მწვრთნელები მოიწამლნენ

თბლისის მერიის სპორტულ ცენტრ „იმედში” ათეულობით ბავშვისა და ორი მწვრთნელის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. როგორც მშობლები და მწვრთნელები აცხადებენ, სავარაუდოდ, წყალი იყო მოწამლული და ეს ქლორს უკავშირდება. ისინი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას, რეალობის გარკვევას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.

მოწამლული ბავშვების მკურნალობა სახლის პირობებში ხდება. მათ ბასეინზე ხველა და ღებინება აღენიშნებოდათ.

როგორც სპორტული ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქიმიური დამუშავება ხდება მხოლოდ ცარიელ აუზში და გამოიყენება შესაბამისი ლიცენზიის მქონე ესპანური წარმოების ქლორი.

ადმინისტრაციის მტკიცებით, აუზის წყალს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

 

მსგავსი თემები