უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსები დნიპროზე ვერ გადავლენ, რადგანაც ყველა ხიდი კონტროლდება

„პირველი ეტაპი რუსული არმიის შეჩერება იყო. მეორე ეტაპზე კი შესაძლებელი გახდა ფრონტის მთელ ხაზზე სიტუაციის დარეგულირება“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი და დასძენს, რომ ოკუპანტის ჯარები მდინარე დნიპროზე ვერ გადავლენ

„უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს აკონტროლებენ. ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქიდან გასვლას, როგორც ეს მოხდა იზიუმში. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლებს წამოიწყებენ, რადგან ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი მათთვის. უკრაინული მხარე აკონტროლებს ყველა ხიდს მდინარე დნიპროზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით.  მათთვის სარისკოა ხერსონში დარჩენა, რადგან შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას, როგორც ეს გააკეთეს იზიუმში“ – აცხადებს მინისტრი რეზნიკოვი და აღნიშნავს, რომ უკრაინა, ან ეტაპზე, ბრძოლის მესამე ფაზაშია.

 

მსგავსი თემები