ლუკაშენკოს განცხადებით, ნატო-ს 2020 წელს ბელარუსის დაპყრობა სურდა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ნატო-ს 2020 წელს, ბელარუსის საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის დაპყრობა და დონბასში ომის დაწყება სურდა.

,,თქვენ (დასავლეთი) ემზადებოდით ამისთვის და უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ფაქტებს, თუ როგორ აპირებდნენ დასავლეთის ქვეყნები 2020 წელს, ბელარუსში საპროტესტო აქციების შემდეგ ბელარუსის დაპყრობას” – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, თუ სიტუაცია განვითარდება და ისინი სმოლენსკის ოლქის საზღვრებს მიაღწევენ, NATO და მისი ჯარები მათ ძალაუფლებას წაართმევენ და ომს სწორედ დონბასიდან დაიწყებენ.

მსგავსი თემები