,,წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული იქნება უკრაინის ისტორიაში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული იქნება უკრაინის ისტორიაში. მისი თქმით, საჭიროა პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის.

,,ჩვენ მოგვიწევს ამ ზამთრის გავლა, რომელიც ყველაზე რთული იქნება ჩვენს ისტორიაში. სამუშაოს საჭირო ნაწილის შესრულება შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე, რათა მივიღოთ სახელმწიფოსთვის სასურველი შედეგი. შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და არ მივცეთ საშუალება ჩვენს საერთო მტერს, გახლიჩოს გლობალური პროდემოკრატიული კოალიცია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველა უკრაინელი, ევროპელი, მსოფლიოს ყველა ადამიანი, ვინც აფასებს თავისუფლებას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები