გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. შტაინმაირი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა საღამოს გაიმართება.

„უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.

მედიის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გასულ ოთხშაბათს გეგმავდა, თუმცა ვიზიტი გადაიდო გერმანიის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა, ასევე უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაციით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

მსგავსი თემები