,,პუტინს შეუძლია, ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ – მოკლა კიდევ ერთი ორსული ქალი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ – მოკლა კიდევ ერთი ორსული ქალი. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ეს ტერორი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  17 ოქტომბერს კიევზე დრონებით განხორციელებულ იერიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  რუსეთს არ აქვს შანსები ბრძოლის ველზე და სამხედრო მარცხის ტერორით გადაფარვას ცდილობს.

„ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ – მოკლა კიდევ ერთი ორსული ქალი. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ეს ტერორი. როდესაც ვსაუბრობთ საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების საჭიროებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეალური ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც ტერორისტებს ეწირებიან. ჩვენ გამოგვდის რაკეტების და დრონების ნაწილის ჩამოგდება. მხოლოდ 12 საათის განმავლობაში, ჩვენ შევძელით 37 ირანული „შაჰიდის“ და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტის განადგურება, თუმცა ჩვენი ცის გარანტირებული დაცვისთვის და რუსი ტერორისტების შესაძლებლობების ნულამდე დასაყვანად, ჩვენ საჰაერო თავდაცვის ბევრად მეტი თანამედროვე სისტემა და ასეთი სისტემისთვის რაკეტებით მეტი უზრუნველყოფა გვჭირდება. ეს არ არის მხოლოდ უკრაინული ინტერესი. რაც ნაკლები ტერორისტული შესაძლებლობები ექნება რუსეთს, მით მალე დასრულდება ეს ომი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები