კანადამ რუს პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა – მათ შორისაა თინა კანდელაკიც

კანადამ რუს პროპაგანდისტებსა და ტელეკომპანია “ზვეზდას” წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილე 34 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს.

სანქციები შეეხება თინა კანდელაკს, სერგეი ბეზრუკოვს,  ვლადიმერ მაშკოვს, ტელეწამყვანი ნაილა ასკერ-ზადეს, პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკის და სხვებს.

,,ეს პირები და ორგანიზაციები ეხმარებიან რუსეთის რეჟიმს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების შელახვაში და პასუხისმგებელნი არიან ცრუ ნარატივების გავრცელებაზე, რომელიც რუსეთის რეჟიმის გაუმართლებელი ომის საბაბია“, – ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში.

მსგავსი თემები