უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი მშობლიურ სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი წალენჯიხაში, მშობლიური სახლში გადაასვენეს. დაღუპული ქართველი მებრძოლის სახლის შესასვლელთან რუსეთის დროშაა დაფენილი, რომელსაც ცხედრისთვის პატივის მისაგებად მისულებმა  უნდა დააბიჯონ ფეხი.

ედიშერ კვარაცხელიას სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ. მებრძოლი 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის ომს 20 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები