,,მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დღეს დილით, კოევზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება. მისი თქმით, საჭიროა მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ.

,,დღეს რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებს. ტერორისტების სამიზნეებს შორისაა კიევში საცხოვრებელი კორპუსი. დაშავებულია ხალხი.
ამ დანაშაულებზე მსოფლიო პასუხი მკაფიო უნდა იყოს: მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ”,- განაცხადა შმიგალმა.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს. აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. შედეგად ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი თემები