„კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ“ – გაერომ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება და მის დაბლოკვას რუსეთი ცდილობდა.

აღნიშნულ ინფორმაციას  უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი – დმიტრი ლუბინეცი ადასტურებს.

„მისასალმებელია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიის კენჭისყრის შედეგებს უკრაინასთან დაკავშირებით.  კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ. რეზოლუციის პროექტს – “უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა – გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვა,”  მხარი დაუჭირეს დელეგატებმა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დაებლოკა ეს პროცესი“, – აცხადებს ლუბინეცი.

რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას გმობს, 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგნი წავიდნენ: რუსეთი,  სირია, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ კორეა და ბელარუსი.

მსგავსი თემები