„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ“ – აშშ ატომურ საფრთხეზე

რუსეთის მუქარას ატომური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ, საშიშ და რეალურ  საფრთხედ მიიჩნევს. როგორც თავდაცვის მდივანი აცხადებს,

აშშ დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე თვალს ადევნებს რუსეთის ატომური ძალების მზაობის მცირე ცვლილებებსაც.

„ჩვენ ამ საფრთხეს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ვაგრძელებთ ამაზე ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერი ტიპის ნიშნებს, რომლებიც მიანიშნებდა, რომ მას (რუსეთის პრეზიდენტს)  სხვა მიმართულებით შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

მისივე განცხადებით, ეს არ არის მარტივი საფრთხე, რომელსაც  შეიძლება ერთხელ შეხედო და დამშვიდდე.

 

მსგავსი თემები