რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში საოლქო ცენტრზე მიიტანეს.

„ოკუპანტმა რაკეტებით შეუტია საოლქო ცენტრს. მტრის სამიზნეს ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება. დარჩით თავშესაფრებში!“ – განაცხადა სტარუხმა.

იერიშის შედეგად დაზიანდა სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი უცნობია.

მსგავსი თემები