„მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე”- გაერო-ში უკრაინის ელჩი

„მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე,”- ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა.

დიპლომატის თქმით, რთულია, გქონდეს სტაბილური და ჯანსაღი მშვიდობის იმედი, ვიდრე შენს სიახლოვეს არის არასტაბილური და შეშლილი დიქტატურა.

„მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე. რუსეთი სამაგიეროს იხდის უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მცხოვრებლებზე. სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე 14 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა. მოქალაქეების განურჩევლად სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია. საკუთარ სახლებში მძინარე ან სამსახურში მიმავალ მოქალაქეებზე, სკოლაში მიმავალ ბავშვებზე სარაკეტო დარტყმებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომლის შეკავება უმკაცრესი გზებითაა საჭირო“, – განაცხადა კისლიმცამ.

მსგავსი თემები