რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაღუპულები

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მისივე თქმით, სულ 7 სარაკეტო იერიში განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

„ოკუპანტებმა საოლქო ცენტრს რაკეტებით შეუტიეს. ინფრასტრუქტურული ობიექტები მტრის სამიზნე გახდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. არიან დაშავებულები. მაშველებს ადამიანები ნანგრევებიდან ამოჰყავთ”,- განაცხადა სტარუხმა.

თავდასხმების შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ქალი.

მსგავსი თემები