ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით,  რუსებმა ორმოები გათხარეს და უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს აიძულებდნენ მიცვალებულების ცხედრები ხელახლა დასამარხად შეეგროვებინათ. ყველა დაკრძალული პირი იდენტიფიცირებული არ არის.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტებს რუსი ჯარისკაცების ცხედრები არ წაუღიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში რუსები ცხოვრობდნენ, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი მოაწყვეს. უკან რომდესაც იხევდნენ, დაჭრილები წაიყვანეს, გარდაცვლილები კი დატოვეს.

მსგავსი თემები