,,ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ და თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში დაგეხმარებით”- პუტინი ანექსირებულ რეგიონებზე

,,ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ანექსირებული ტერიტორიებზე საუბრისას განაცხადა.

პუტინის მტკიცებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში ”გულში მიისწრაფოდნენ რუსეთთან გაერთიანებისკენ”.

,,ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ და თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში დაგეხმარებით. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებას” – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები