პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და ფედერაციის ახალი სუბიექტების შექმნის შესახებ „კანონებს”.

შესაბამისი დოკუმენტები რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

,,ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები, როგორც ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც „არსებობდა რუსეთის ფედერაციაში მათი ფორმირებისა და მიღების დღეს“. ახალი რეგიონების ხელმძღვანელების არჩევამდე, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ უხელმძღვანელებენ პუტინის მიერ დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებელი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ.

მსგავსი თემები