ევროკომისიამ უკრაინას ხუთი მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა – მედია

უკრაინული მედიის ცნოობით, ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის ხუთი მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა.

მედია აღნიშნულ ინფორმაციას,  ჰუმანიტარული დახმარების საკითხში ევროკომისრის, იანეს ლენარჩიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიის დროს უკვე ვისწავლეთ, რომ რეაგირება მხოლოდ კრიზისის დროს არ შეიძლება. ამიტომ, ახლა ვცდილობთ, მომავალი კრიზისების პროგნოზირებას და უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზი წარმატებული იყო, რადგან ომამდეც ვემზადებოდით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საგანგებო სიტუაციებისთვის“, – განაცხადა იანეს ლენარჩიჩმა.

 

მსგავსი თემები