უკრაინელმა სამხედორებმა ხერსონში კიდევ 4 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი : არხანგელსკი, სტაროსილია, ბოლშაია ალექსანდროვკა და მალაია ალექსანდროვკა გაათავისუფლეს.

„გუშინ ჩვენი კრივოი როგის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მებრძოლებმა გადაიღეს ფოტოები ხერსონის საზამთროს ძეგლთან და მათ მიერ დაშლილი რუსული ბლოკპოსტების მახლობლად და გაათავისუფლეს დასახლებები: არხანგელსკი, სტაროსილია, ბოლშაია ალექსანდროვკა და მალაია ალექსანდროვკა“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების ვიდეო ანგარიშებში.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ხერსონის ოლქში უკვე 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული რუსი ოკუპანტებისგან.

მსგავსი თემები