რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით,რუსმა ოკუპანტებმა  ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. დაიღუპა 46 წლის ქალი.

რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ორ რაიონზე მიიტანეს. ამასთან, ,,გრადებიდან” დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლიც. დაშავდა ოთხი ადამიანი.

მედიის ცნობით, წყლის სატუმბი სადგურის დაზიანების გამო, ნიკოპოლი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

მსგავსი თემები