აშშ-ის სენატმა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 350 მილიარდი დოლარი დაამტკიცა

,,რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს სენატმა დაამტკიცა 350 მილიარდი დოლარი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და ეს მხოლოდ დასაწყისია,”- ამის შესახებ  ნიუ-იორკის 45-ე საარჩევნო ოლქის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ბორის პინკუსმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება იმ რეგიონების ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომლებმაც ზარალი განიცადეს.

,,რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს სენატმა დაამტკიცა 350 მილიარდი დოლარი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. და ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო მეტიც, მარშალის გეგმა, რომელიც შემუშავდება, მოიცავს ევროპის ყველა ქვეყნის ყველაზე აქტიურ მონაწილეობას.
უკრაინას უკვე დღეს, მიუხედავად იმისა, როდის დასრულდება ომი, სასწრაფოდ ესაჭიროება იმ რეგიონების ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომლებმაც განიცადეს ზარალი. აშშ-ის კონგრესი და ბაიდენის ადმინისტრაციაც ამ მიმართულებით მუშაობენ”,- განაცხადა პინკუსმა.

მსგავსი თემები