,,უკრაინელმა სამხედროებმა არხანგელსკი და მიროლიუბოვკა გაათავისუფლეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში მცირე დასახლებები, არხანგელკსი და მიროლიუბივკა გაათავისუფლეს.

ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

,,მადლობა ჩემი მშობლიური კრივოი როგის 129-ე ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებმაც გამოირჩეოდნენ კარგი შედეგებით და გაათავისუფლეს არხანგელსკი და მიროლიუბოვკა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ,  ცოტახნის წინ, უკრაინამ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი გაათავისუფლა.

მსგავსი თემები