ლარსზე 180-ზე მეტ პირს, რომლებიც საქართველოში შემოდიოდნენ, სამობილიზაციო ცნობა გადაეცათ

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში მობილიზაციას დაქვემდებარებულ 180-ზე მეტ პირს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა სურდათ, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამოძახების ცნობა გადაეცათ.

მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ მობილიზაციას, გადაეცემათ გამოძახება და განემარტებათ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონის ნორმები.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე მუშაობს ოპერატიული გაწვევის ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, ასევე ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები. ისინი მობილიზებულ რეზერვისტებს, მათ შორის მათ, ვინც რეგისტრირებულნი არიან ქვეყნის სხვა რეგიონებში, გამოძახებებს ურიგებენ.

 

მსგავსი თემები