ლარსთან, რუსეთიდან მომავალი 2 000-მდე მანქანა ფიქსირდება

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების ლარსის საბაჟო პუნქტზე კილომეტობით რიგში დგანან, რომ საქართველოს საზღვარი გადმოლახონ და ქვეყანაში შემოაღწონ.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი შეინიშნება. ასეთია სააგენტო TASS- ის ინფორმაცია, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება.

„ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის 2000-მდე ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკაში ჩამოვიდნენ და ზემო ლარსის საგუშაგოს გასავლელად თავის რიგს ელოდებიან“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გამოცხადებული ე.წ. ნაწილობრივი სამხედრო მობილიაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან ყველა გარბის, ვინც შესაძლოა უკრაინაში საომრად „გადაისროლონ“.

 

მსგავსი თემები