აშშ ჩინეთს აფრთხილებს

უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთის საგარეო მინისტრს ესაუბრა. ენტონი ბლინკენმა ვან ისთან შეხვედრაზე იმ საშიშ  და მძიმე შედეგებზე ისაუბრა, რაც რუსეთის წახალისებასა და ომის პროპაგანდას მოჰყვება.

„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ხაზი გაუსვა შედეგებს, თუკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს დაუჭერს მოსკოვის შეჭრას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი რუსეთს სხვადასხვა საშუალებებით ეხმარება.

 

მსგავსი თემები