„დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი – ომი, ან მშვიდობა”- ემანუელ მაკრონი

„დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი – ომი, ან მშვიდობა. რასაც ჩვენ ვხედავთ იმპერიალიზმის ხანის დაბრუნებაა“,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ, მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცადებით, ომი ძირს უთხრის გაერო-ს პრინციპებს,  მსოფლიო წესრიგს და მშვიდობას.

,,რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დამოკიდებულია არა ალიანსების, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე,”- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მსგავსი თემები