მძარცველი გრიგოლ ნარსია წარსულში ნასამართლევია

„საქართველოს ბანკში“ შეჭრის 37 წლის გრიგოლ ნარსიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

გრიგოლ, გიგა ნარსია წარსულში ნასამართლევია, თუმცა, ეს საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა. როგორც ნაცნობები ამბობენ, მან სასჯელი თურქეთში მოიხარა. ის ყოფილი პოლიციელია, კერძოდ კი დაცვის სამსახურში მუშაობდა.

მის სახლში, წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში  საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობილია, რომ დაკავებულს მას დედა ჰყავს საბერძნეთში და პერიოდულად დედასთან ჩადიოდა.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. სპეცოპერაცია 9 საათს გაგრძელდა.  დაკავების დროს მან წინააღმდეგობაც გასწია.

მსგავსი თემები