თავდასხმა ბანკზე ქუთაისში – არსებული ინფორმაციით, მძარცველს მძევლები ჰყავს აყვანილი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძარცველი მძევლად აყვანილი ადამიანების გასათავისუფლებად 2 მილიონს ითხოვს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

მსგავსი თემები