გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა 30-ზე მეტი დასახლება დაბომბა  

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში უკრაინა რამდენჯერმე დაიბომბა. ძირითადი სამიზნე კი სამოქალაქო ობიექტები იყო.

„მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეები 90-ზე მეტჯერ დაბომბა“,- აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ინფორმაციით, დაზიანდა 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა, მათ შორის მიკოლაივში, ზაპოროჟიეში, სოლედარში, ბელოგორიეში, ნოვოპოლიში, პერვომაისკოეში, ტემიროვკაში, სუხოი სტავოკში, მიროლიუბოვკაში, პეტროვკაში, ბერეზნეგოვატოეში, ბელოგორივკაში, სპორნისა და კრასნოგოროვში.

 

მსგავსი თემები