აშშ სომხეთს ყველა გაგებით გვერდში დაუდგება – კონგრესმენი ერევანში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსი ერევანში იმყოფება. როგორც პრემიერ ფაშინიანმა კონგრესმენთან შეხვედრაზე აღნიშნა, დასაფასებელია შტატების მკაფიო პოზიცია სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე.

„ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას აზერბაიჯანის აგრესიის მიმართ სომხეთის წინააღმდეგ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და იმედი გვაქვს, ეს სიტუაცია დარჩება გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში. ასევე, ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

კონკგრესმენის განცხადებით, აშშ სომხეთის გვერდით იქნება ყველა გაგებით.

„სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით – ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი ხელისუფლების პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად, იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება“ – – აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

მსგავსი თემები