გუდაურში დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლებით დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში  გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებს უმასპინძლეს და  “სამოქალაქო თავდადებისათვის” მედლები გადასცეს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც დაესწრო.

„პირველ რიგში, მინდა მივესალმო დაღუპული გმირების ოჯახებს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ეს არის არა მხოლოდ თქვენი, არამედ ეს არის ქვეყნის მწუხარება. ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს.  ეს, ალბათ, არის უმაღლესი ღირსება ადამიანის, როცა შეგიძლია სხვისი სიცოცხლისთვის თავი გაწირო. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები