„თუ უკრაინას სჭირდება ტანკები, უნდა მივაწოდოთ“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინაში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინისთვის საჭირო დახმარების გაწევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომში მყოფ ქვეყანას ის დახმარება უნდა მიაწოდონ, რაც მას სჭირდება.

როგორც  ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვისთვის.

„თუ უკრაინას სჭირდება ტანკები, მაშინ ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს და მივაწოდოთ კიევს ეს ტექნიკა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები