დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვი 1 კვირის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დიდ დიღომში აფეთქება 1 სექტემბერს მოხდა.  არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილი ბავშვის დედა.

 

მსგავსი თემები