უკრაინის ნავსადგურები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 12-მა გემმა დატოვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ნავსადგურები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 12-მა გემმა დატოვა.

ეს არის გემების ყველაზე დიდი ქარავანი „მარცვლეულის ინიციატივის“ დაწყების შემდეგ. ოდესის, იუჟნისა და ჩერნომორსკის ნავსადგურებიდან გასული ხომალდები 280 000 ტონაზე მეტი  პროდუქტითაა დატვირთული.

მარცვლეულით დატვირთული გემები ტვირთს რვა ქვეყანაში ჩაიტანენ.

 

მსგავსი თემები