,,უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”- ანა ფოტიგა

,,რუსეთის დაუსჯელობა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრას მოჰყვა, ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც რუსეთს საშუალება მისცა უკრაინაში შეჭრილიყო,”- ამის შესახებ  ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” წერს.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

,,უკრაინის გამარჯვება თავისუფლებას მოუტანს დონბასსა და ყირიმს, თუმცა ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის,”- წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი თემები