,,ქართული ოცნების“ ინიციატივა არის მიუღებელი, დესტრუქცია და საბოტაჟი”- ხატია დეკანოიძე ომბუდსმენის არჩევაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის შეფასებით,  სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მიუღებელია. მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს და კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ.

,,ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვალოს და სახალხო დამცველის არჩევას ერთი ხელოვნური რგოლი დაუმატონ, რაც გულისხმობს, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანდიდატები უნდა შეარჩიონ და შეაფასონ, არის მიუღებელი, დესტრუქცია და საბოტაჟი 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ სურს, სახალხო დამცველი არ იყოს დამოუკიდებელი და იყოს მათ მიერ შერჩეული. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ჩვენი პარტია, ერთგულია 12-პუნქტიანი გეგმის და ჩვენი პოზიცია იგივეა, რომ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს. სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს, კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ამ პროცესში საპარლამენტო ოპოზიცია ჩართული ვიქნებით. არავითარი საკანონმდებლო ცვლილება და დამატებითი რგოლის შექმნა საჭირო არ არის”,-  განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

,,საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას”- მამუკა მდინარაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები