ლიზ ტრასი მზაობას გამოთქვამს, პუტინს პირისპირ შეხვდეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლიზ ტრასი მზადაა,  აა, “დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი კომუნიკაცია გამართოს. როგორც ტრასი განმარტავს, ის ამ გამოწვევას თავად პუტინსაც გაუგზავნის.

„მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს და გამოვიწვიო სასაუბროდ ისეთი დიდი ქვეყნების მონაწილეობით, როგორიცაა ინდოეთი და ინდონეზია. ანუ, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ, ”- ასეთია ლიზ ტრასის გზავნილი.

თუმცა, უცნობია, როგორი იქნება თავად პუტინის პასუხი აღნიშნულ გამოწვევაზე. სასაუბრო თემა კი ისევ და ისევ უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, რომელსაც რუსული მხარე სამხედრო ოპერაციად აფასებს.

მსგავსი თემები