სოსო გოგაშვილს სასამართლოში 13:00 საათზე მიიყვანენ

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე გადაიყვანენ. სწორედ ა, დროსაა სასამართლო სხდომა ჩანიშნული.

სასამართლომ სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვს, პროკურატურა კი პატიმრობას.

გოგაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავებიან.

 

მსგავსი თემები